Saturday, September 23, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკადიმიტრი საძაგლიშვილი-"ნიკა გვარამიას დაპატიმრება პოლიტიკური მოტივით მოხდა"

დიმიტრი საძაგლიშვილი-“ნიკა გვარამიას დაპატიმრება პოლიტიკური მოტივით მოხდა”

“არ მგონია არსებობდეს ადამიანი, რომელიც დარწმუნებული არ იქნება, რომ მხოლოდ პოლიტიკური მოტივით მოხდა ნიკა გვარამიას დაპატიმრება”, – ამის შესახებ ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ნიკა გვარამიას მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით,სასამართლოს გადაწყვეტილება ცალსახად მიუთითებს ხელისუფლების საბოტაჟზე ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით.


,,ვინაიდან ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ არ აქვს ტელევიზორი, ის სრულიად მოწყვეტილია გარე სამყაროს. შესაბამისად ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი დაეთმო ინფორმაციის მიწოდებას იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება, როგორია საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით გამოხმაურება მის ცალსახა პოლიტიკურ განაჩენთან დაკავშირებით. არ მგონია არსებობდეს ადამიანი, რომელიც დარწმუნებული არ იქნება, რომ მხოლოდ პოლიტიკური მოტივით მოხდა ნიკა გვარამიას დაპატიმრება. ყველა სუბიექტი, რომელსაც წვდომა ჰქონდა საქმის მასალებზე ცალსახად ადასტურებს, რომ პროკურატურის ვერსია არ წარმოადგენდა დანაშაულს, მიუხედავად ამისა, ლაშა ჩხიკვაძემ შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა. თუ გავითვალისწინებთ იმას, როდის გამოაცხადა სასამართლომ განაჩენი, ეს ცალსახად მიუთითებს საბოტაჟზე ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ მათ არ გამოუვათ საქართველოს გუბერნიად ქცევა”, – განაცხადადიმიტრი საძაგლიშვილმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები