Monday, December 5, 2022
spot_img
მთავარისაზოგადოებადიმიტრი საძაგლიშვილი - „შეეცდებიან ზეწოლა მოახდინონ ექიმებზე, კლინიკაზე, რომ სასურველი პოლიტიკური შედეგი...

დიმიტრი საძაგლიშვილი – „შეეცდებიან ზეწოლა მოახდინონ ექიმებზე, კლინიკაზე, რომ სასურველი პოლიტიკური შედეგი იქნეს მიღებული“

„შეეცდებიან ზეწოლა მოახდინონ ექიმებზე, კლინიკაზე, რომ მათვის სასურველი პოლიტიკური შედეგი იქნეს მიღებული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემები თავისით არ გაჩენილა, ეს არის მის მიმართ ციხეში განხორციელებული არადამიანური მოპყრობის შედეგი. ასეთ სიტუაციაში ხელისუფლებას ათმაგად მეტი პასუხისმგებლობა გააჩნია პირის ჯანმრთელობაზე“,-ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.

“მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არანაირი პრეტენზია არ გვაქვს სამედიცინო პერსონალის ან კლინიკის მიმართ, დარწმუნებული ვართ, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნება პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. შეეცდებიან ზეწოლა მოახდინონ ექიმებზე, კლინიკაზე, რომ მათვის სასურველი პოლიტიკური შედეგი იქნეს მიღებული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემები თავისით არ გაჩენილა, ეს არის მის მიმართ ციხეში განხორციელებული არადამიანური მოპყრობის შედეგი. ასეთ სიტუაციაში ხელისუფლებას ათმაგად მეტი პასუხისმგებლობა გააჩნია პირის ჯანმრთელობაზე ზრუნვის, მაგრამ სამწუხაროდ, ამის ნიშნები ჯერჯერობით არ იკვეთება”,- განაცხადა საძაგლიშვილმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები