Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაედუარდ სააკაშვილი-"ყოველი ნახვისას მდგომარეობა უარესდება,მაგრამ კლინიკაში გადაყვანის შეთავაზება პოზიტიური სიგნალია"

ედუარდ სააკაშვილი-“ყოველი ნახვისას მდგომარეობა უარესდება,მაგრამ კლინიკაში გადაყვანის შეთავაზება პოზიტიური სიგნალია”

„ამ ეტაპზე პოზიტიური სიგნალია, რომ შესთავაზეს კლინიკაში გადაყვანა. ვნახოთ ეს რა შედეგამდე მიგვიყვანს, მაგრამ უკვე პოზიტიური ნაბიჯია. როგორც ვიცი ის აპირებს, რომ ამ შეთავაზებას დათანხმდეს“, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მსჯავრდებულს აქვს სისუსტე მოძრაობაში და საუბარში, ასევე დაღლილობა და წონის კლებაც ეტყობა. მან აღნიშნა,რომ ერთადერთი, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია, სახელმწიფოა.

„რაც მამაჩემი დააკავეს, რამდენჯერმე მქონდა მისი ნახვის შანსი. სამწუხაროდ, ყოველი ნახვისას მისი მდგომარეობა უარესდება, რაც ძალიან რთული და მტკივნეული საყურებელია. მე, როგორც მის შვილს და გიულის, როგორც მის დედას, გვინდა, რომ დავეხმაროთ, რაიმე გავაკეთოთ, მაგრამ ვართ სრულიად უძლურები, არაფრის უფლება არ გვაქვს მის მკურნალობასთან მიმართებაში. ერთადერთი ვისაც რამის გაკეთება შეუძლია არის სახელმწიფო, მათ აქვს პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები