Saturday, December 9, 2023
spot_img
მთავარიინტერვიუებიEG.5 - ყველაფერი COVID-19-ის ახალი შტამის შესახებ და პასუხი კითხვაზე: უნდა გვეშინოდეს...

EG.5 – ყველაფერი COVID-19-ის ახალი შტამის შესახებ და პასუხი კითხვაზე: უნდა გვეშინოდეს თუ არა?!

EG.5 – ასე უწოდებენ COVID-19-ის ახალ შტამს, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში გამოჩნდა და რამდენიმე მათგანში უკვე დომინანტიც გახდა. რით განსხვავდება EG.5 სხვა შტამებისაგან და რა არის ამ ეტაპზე მის შესახებ ცნობილი? – ამ კითვებით ,,სფერო ნიუსი“ ექიმ-ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას გაესაუბრა.

  • რა ვიცით ახალ კორონა ვირუსზე, რომელიც აქტიურად ვრცელდება მსოფლიოში?

EG.5 იგივე “ერისი” არის ომიკრონის ერთ-ერთი ქვეშტამი, რომელც პირველად დაახლოებით 2021 წელს გამოჩნდა, ეს EG.5 ნაკლებად საყურადღებო შტამად იქნა თავიდანვე მიჩნეული, თუმცა სწორედ ამ ვირუსით ინფიცირების მკვეთრი ზრდა ბოლო რამდენიმე თვეა 50-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის ამერიკაში, ჩინეთში, ევროპის ქვეყნებში, იაპონიაში. როცა ასეთი მზარდი ტენდენცია მიიღო ამ ქვეშტამით ინფიცირებამ, შემდეგ გახდა მეტად აქტუალური და შეფასდა, როგორც საყურადღებო შტამი, ამის გამო მოხვდა მეცნიერების ყურადღების ცენტრში და ახლა ხდება მასზე მეტად დაკვირვება, ვიდრე ომიკრონის სხვა შტამებზეზე.

  • რა სიმპტომებით ხასიათდება ე.წ. ერისი და რით განსხვავდება უკვე არსებული შტამებისგან?                                                                                                                                     როგორც ომიკრონის სხვა ქვეშტამებს მასაც ახასიათებს ზემო რესპირაციული ტრაქტის დაზიანებების დროს განვითარებული სიმპტომები, როგორიც არის ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, ცვირიდან გამონადენი და ზოგადი სისუსტე, ასევე შეიძლება იყოს კუნთების ტკივილი და ტემპერატორული რეაქცია – 38-ზე მაღალი ტემპერატურა საშუალოდ 3-5 დღის განმავლობაში.
    ნაკლებად ახასიათებს დამძიმება, რაშიც იგულისხმება სუნთქვის გაძნელება, და პნევმონიის განვითარება, ან სხვა ორგანოთა სისტემების დაზიანება, თუმცა როგორც სხვა შტამებს , ამ შტამითვისაც მძიმე ფონური დაავედებების მქონე ადამიანები, ასაკოვანი ადამიანები ვისაც აქვს დაქვეითებული იმუნიტეტი, არიან შედარებით მაღალი რისკის ქვეშ, რომ დამძიმდნენ და განვითარდეს, პნევმონია და ა.შ.
  • როგორ ვრცელდება ახალი ქვეშტამი და რა პროფილაქტიკური ღონისღიებები უნდა ჩატარდეს?                         
    ამჟანამდ არსებული ინფორმაციით ამ შტამის სიმპტომები უკვე ნაცნობი ომიკრონის მსგავსია, ამ შტამსაც ახასიათებს სწრაფად გადაცემა, გავრცელება და ესეც ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით.
    რას გვეტყვით პირბადის ტარების წესებზე, რამდენად აუცილებელი მისი ტარება ყველგან?
    პირბადე აუცილებელია გამოვიყენოთ სამედიცინო დაწესებულებებში და იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს სიმპტომები და გვიწევს სხვა ადამიანებთან კონტაქტი, ამ წთში სხვა რაიმე განსხვავებული რეკომენდაცია ან რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრების არანაირი წინაპირობა ჩვენ ქვეყანაში არ არის.
  • ცნობილია რომ საქართველოში აღნიშნული შტამი არ დაფიქსირებულა, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?                           
    ჯერჯერობით საქართველოში ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს, თუმცა თეორიულად აქაც რომ შემოვიდეს ამის ალბათობა არსებობს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს რაიმე განსაკუთრებულ რეგულაციებს ამ ეტაპზე არ მოითხოვს.
    მოითხოვს ორ სამეს: პირველი – მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების დაცვას, რაც ყველა ვისუსის დროს იგივეა, რომ სიმპრომიანებმა არ ვიაროთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან თუადამიანი ასაკოვანია ან თუ აქვს სიმპტომები როულად ჩაიტაროს ტესტირება და მეორე – სახელმწიფოს მხრიდანაც აუცილებელია, შეფასდეს სტაციაონარების და ამბულატორიების მზაობა მოსალოდნელი საფრთხისთვის, თუ შევამჩნევთ რომ უხლოეს რეგიონებში არის გავრცელება, რომ ვიყოთ მზად. ამ ეტაპზე ამის რისკები არის დაბალი, სამომავლოდ რა იქნება 2-3 თვეში და შემდეგ რთულია პროგნოზირება. შეიძლება იყოს მატება, მაგრამ მოსახლეობამ რაიმე დამატებითი რეგულაციები არ უნდა მიიღოს.
  • როგორ ხდება ამ შტამის დიაგნოსტირება ?
    უნდა იყოს წერტილოვანი რეგულაციები მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც დაფიქსირდება ინფექცია, რაც გულისხმობს სამედიცინო დაწესებულებებში მეტი კონტროლი და მოსახლეობის მაქხიმალურად ინფორმირება, ეს არის ის, რაც შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ. ამ წტამის დიაგნოსტირება ხდება ისევ ცხვირხახის ნაცხით, სწრაფი ტესტით ანტიგენზე.
  • რას გვეტყვით ვაქცინასთან დაკავშირებით?                                                                                                                                                                                                            ვაქცინებს რაც შეეხება, ომიკრონის ახალ ქვეშტანებთან მიმართებაში ჩატარებულ ვაქცინაციას აქვს შედარებით დაბალი ეფექტურობა, ამირტომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა და უკვე არსებობს ახალი ბივალენტური ვაქცინები, სამომავლოდ, სავარაუდოდ შემოდგომისვის უკვე მზად იქნება ახალი , მოდერნიზებული ვაქცინები, რომელიც უფრო ეფექტური იქნება ამ ახალი ქვეშტამების წინააღმდეგ, მაგრამ უნდა დაზუსტდეს რომ ეს იქნება ხელმისაწვდომი თავიდან ამერიკაში და რამდენიმე წამყვან ქვეყანაში, ჩვენ ქვეყანაში რაც უფრო სწარაფად შემოვაახალი ბივალენტური ვაქცინები რათქმა უნდა კარგი იქნაბა , მაგრამ ეს მომავლის საკითხია.
  • რას ურჩევთ მოსახლეობას?                                                                                                                                                                                                                                  მე მოსახლეობას მოვუწოდებ, თუ ხართ ასაკოვანი, ან გაქვთ რაიმე ფონური დაავადებები, ამ შემთხვევაში საჭიროა დროულად ჩაიტაროთ ტესტირება, ეს არის მთავარი პრინციპი, რაც შეეხება ჯანმრთელ პოპულაციას, არ წარმოადგენს დიდ საფრთეხეს.
RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები