Monday, December 11, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაეკა ხერხეულიძე გვარამიაზე: "ის დარდობს თავისი მეორე ოჯახის - ,,მთავარის” ვითარებაზე"

ეკა ხერხეულიძე გვარამიაზე: “ის დარდობს თავისი მეორე ოჯახის – ,,მთავარის” ვითარებაზე”

“ნიკა გვარამია არის ისეთი, როგორსაც მთელი ცხოვრება ვიცნობ. არაფერი არ შეცვლია განწყობის თვალსაზრისით, ის დარდობს თავისი მეორე ოჯახის – ,,მთავარის” ვითარებაზე”, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ ნიკა გვარამიასთან შეხვედრს შემდეგ განაცხადა.


მისი თქმით, ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დასკვნაზე ნერვიულობს, რომელიც იგვიანებს და ფიქრობს, რომ ,,ეს კარგის მაუწყებელი არ არის”.


,,ის საუბრობდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ძალიან ცუდად ენიშნა, რომ მიმდინარე პროცესები გამჭვირვალე არ არის და ხალხმა არ იცის ანალიზის პასუხები, ან ექიმების რეკომენდაციები როგორია. ფიქრობს, რომ ეს არის ცუდის ნიშანი და ფიქრობს, რომ ექიმებს უნდა მივმართოთ, რათა შუალედური დასკვნა მაინც გამოაქვეყნონ. გავაცანი ის ინფორმაციები, რაც მქონდა. მე შევხვდი დღეს მეგობარს, არავითარი პოლიტიკური დატვირთვა ამას არ ჰქონია. რაც შეეხება პრეზიდენტის შეწყალების გადაწყვეტილებას და სხვას, ალბათ შემდგომ შეხვედრებზე მოვახერხებთ ამაზე საუბარს”, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები