„ვითარება არის უცვლელი, მიხეილ სააკაშვილს კვების რეჟიმი არ აღუდგენია, ის ვერანაირ საკვებს ვერ იღებს. ის ნორმალურ პალატაში იმყოფება, მაგრამ დანარჩენი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – თუ როგორ მიმდინარეობს მკურნალობის პროცესი, რას ფიქრობენ დიაგნოზთან დაკავშირებით, როგორია “ვივამედის” პოზიცია, ამის შესახებ არაფერი ვიცი”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
ხერხეულიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის მონახულების პროცესი გართულდა, მასთან შეხვედრა ლოდინის შემდეგ მაინც მოახერხა.