Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაელენე ხოშტარია - „მთავარი პრობლემა არის ოლიგარქი რუსული კავშირებით“

ელენე ხოშტარია – „მთავარი პრობლემა არის ოლიგარქი რუსული კავშირებით“

„საქართველოში ხალხი არის უკიდურესად პროდასავლური, საქართველოში ხალხი არის უკრაინის სოლიდარული, საქართველოში არსებობს პროდასავლური ოპოზიცია და საქართველოს მთავარი პრობლემა არის ოლიგარქი რუსული კავშირებით. შესაბამისად, მთავარი გამოსავალი არის ამ კონკრეტული ოლიგარქის სანქცირება”,- ამის შესახებ პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველთან,დერეკ შოლესთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზეც იქნება საუბარი.

“ბუნებრივია, ჩვენ ვისაუბრებთ იმ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რასაც რუსეთის აგრესია გულისხმობს, ასევე ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებზე. ცხადია, ვისაუბრებთ დემოკრატიის იმ უდიდეს გამოწვევებზე, რომელიც დღეს საქართველოშია – პოლიტიკურ დევნაზე, სასამართლოზე, მედიის თავისუფლების საფრთხეზე ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ. ყველა ის ფუნდამენტის ნგრევაზე, რაც საქართველოში დემოკრატიის თვალსაზრისით ხდება. რეფორმებზე ლაპარაკი ზედმეტია. არათუ რეფორმები, არამედ არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგრესი, რაც დღევანდელ სამყაროში არის გადაჯაჭვული უსაფრთხოების პრობლემებთან. ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ, რომ საქართველოში ხალხი არის უკიდურესად პროდასავლური, საქართველოში ხალხი არის უკრაინის სოლიდარული, საქართველოში არსებობს პროდასავლური ოპოზიცია და საქართველოს მთავარი პრობლემა არის ოლიგარქი რუსული კავშირებით. შესაბამისად, მთავარი გამოსავალი არის ამ კონკრეტული ოლიგარქის სანქცირება”,- განაცხადა ხოშტარიამ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები