Thursday, June 8, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოება„ენერგო-პრო ჯორჯია“ ინფორმაციას ავრცელებს

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ინფორმაციას ავრცელებს

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 აპრილს, 11:00-დან 18:00 საათამდე, აბონენტებს – ზაჰესში, ავჭალის, სვიმონ შოთაძის, პლატინის ქუჩებზე, სოფელ მუხათგვერდში ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ.

ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„10:30-დან 15:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ახალსოფელი, ჩაბანო, ქვემო არტანი, დულუზაურები, ჭურჭელაურები, კვერნაულა, ჭიაურა, ღორღა, არტანი და მიმდებარე სოფლებში.

11:30-დან 18:00 საათამდე, დენი გაითიშება დუშეთის რაიონის სოფლებში – ჭართალი, მუგუდა, დოლასქედი, წითლიანა, წინა მხარი, სონდა, ზენუბანი, ხამუშა, ხანდო და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები