გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 თებერვალს 11:00-დან 14:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, წილკანი, საგურამო, მუხრანი, ხოლო 12:00-დან 15:00 საათამდე – სოფლებში მუხათწყარო, ლისი, თხინვალა.
11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს ქ. დუშეთში რუსთაველის, ფარნავაზის, სტალინის, ტაბიძის, კოსტავას, ერისთავის, მწითურის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში კობიაანთკარი, სულიკიანთკარი, შალიკიანთკარი, მთვარელიანი. ხოლო 14:30-დან 15:30 საათამდე – აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, საყდრიონი, ხევსურთსოფელი, თრანი, ნადოკრა, კვერნაულა, ევჟენტი, წყაროთუბანი, გუდანელები და მიმდებარე სოფლებში.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.