Thursday, June 8, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა

ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა

ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა. აღნიშნულ ინფორმაციას გალის რაიონის მცხოვრებლები ადასტურებენ.

მათი თქმით, ხიდი ორივე მიმართულებით გაიხსნა, ისევე, როგორც ფახულანი-საბერიოს საფეხმავლო გადასასვლელი.

შეგახსენებთ, 7 აპრილს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარი ცალმხრივად ჩაიკეტა. ენგურის ხიდზე, სოფ რუხში მიმოსვლა ცალმხრივად, ხოლო სოფ ფახულანში ორმხრივად იყო ჩაკეტილი. მგზავრები ხიდის ჩაკეტვას 9 აპრილს, თბილისში დაგეგმილ აქციას უკავშირებდნენ.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები