Tuesday, December 5, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოება,,ეპ ჯორჯია გენერაცია“ - ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის ქვესადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია

,,ეპ ჯორჯია გენერაცია“ – ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის ქვესადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია

„ღამით,ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, მაღალი ძაბვის ქვესადგურში არსებულ ძალოვან ტრანსფორმატორზე. ცეცხლი მოკლე დროში გავრცელდა ახლომდებარე სხვა ტრანსფორმატორებზე. ჰესის მორიგე პერსონალმა ძანძარი ოპერატიულად დააფიქსირა და სამაშველო სამსახურის შესაბამისი მეხანძრე ბრიგადებმა დროის მოკლე მონაკვეთში დაიწყეს ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია.

ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ,,ეპ ჯორჯია გენერაციის“ და ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესაბამისი სამსახურები ასევე ადგილზე ახდენდნენ ოპერატიულ რეაგირებას, უზრუნველყოფილ იქნება უსაფრთხოების მოთხოვნები.ავარიის გამომწვევი მიზეზების და ზარალის ოდენობის დადგენა კვლავ მიმდინარეობს.

ჰესის მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობაში ცეცხლი არ გავრცელებულა და ეს ისედაც გამორიცხული იყო, ქვესადგურის მდებარეობიდან გამომდინარე. ასევე არ დაზიანებულა ჰიდროელექტროსადგურის არცერთი შენობა, მათ შორის არც სამართავი პულტი და არც სამანქანო დარბაზი“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები