ეროვნულ გამოცდებზე რეკორდული 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
ამასთან, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000 – ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000 – ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;
მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.
სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე 2 500 -მდე გამოსაცდელია დარეგისტრირებული.