Sunday, February 5, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოება“ევექსის“ კლინიკაში აცხადებენ, რომ საგარეჯოში დაშავებულ ერთ-ერთ პირს თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა

“ევექსის“ კლინიკაში აცხადებენ, რომ საგარეჯოში დაშავებულ ერთ-ერთ პირს თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა

საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ დაშავებულს, რომელიც „ევექსის“ ჰოსპიტალში მკურნალობს, თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმის, ქირურგ-ოფთალმოლოგის, რევაზ ომიაძის განცხადებით, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, პაციენტს სავარაუდოდ კლინიკიდან ხვალ გაწერენ.

„გამთენიისას შემოყვანილი იქნა პაციენტი თვალის კაკლის ნაფლეთი ჭრილობით. თვალში ჰქონდა უცხო სხეული. ჩატარდა პირველადი სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია. მოხდა თვალის კაკლის აღდგენა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ამ ეტაპზე მხედველობაზე საუბარი ნაადრევია. მხედველობასთან დაკავშირებულ მდგომარეობას ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით. დაახლოებით ერთ კვირაში გამოჩნდება ეს. შესაძლოა, შემდეგში რეკონსტრუქციული ოპერაცია დასჭირდეს. წარმატებულად დასრულდა ოპერაცია, დაიხურა თვალის კაკალი. პაციენტის გაწერა სავარაუდოდ ხვალ მოხდება. ამჟამად იმყოფება პოსტოპერაციულ სივრცეში და რამდენიმე საათში პალატაში გადაიყვანენ“, – განაცხადა რევაზ ომიაძემ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები