Friday, December 9, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოევროკავშირი რუსეთისთვის აქციების ახალ პაკეტს ამზადებს

ევროკავშირი რუსეთისთვის აქციების ახალ პაკეტს ამზადებს

ევროკავშირი უკრაინაზე მოსკოვის თავდასხმის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ფინეთში ვიზიტის დროს გააკეთა.

მისი თქმით, ევროკავშირი მუშაობს, რომ რუსეთს დაარტყას იმ სფეროში, რომლითაც უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოების უნარს დააქვეითებს.

“დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ მთელი სისწრაფით ვმუშაობთ სანქციების მე-9 პაკეტზე. და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან მალე დავამტკიცებთ რუსეთის ნავთობის გლობალური ფასის ლიმიტს G7-თან და სხვა მთავარ პარტნიორებთან ერთად. ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ უკრაინა არ დაამარცხებს პუტინს და მის უკანონო და ბარბაროსულ ომს”, – თქვა ლეიენმა.ცნობისთვის, გუშინ უკრაინის არაერთ ქალაქზე რუსეთმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა. სამიზნე ამჯერადაც ინფრასტრუქტურული ობიექტები და მშვიდობიანი მოსხალეობა იყო. თავდასხმებს 10 ადამიანი ემსხვერპლა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები