Monday, December 11, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოევროკავშირი უახლოეს დღეებში რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდება

ევროკავშირი უახლოეს დღეებში რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდება

გერმანიის ეკონომიკის მინისტრ რობერტ ჰაბეკმა გერმანიის ტელევიზიაში გამოსვლისას თქვა, რომ ევროკავშირი უახლოეს დღეებში შეთანხმდება რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე.

ჰაბეკის განცხადებით, ემბარგო მოსკოვს შემოსავლებს ვერ დააკარგვინებს, ვინაიდან ნავთობის მაღალი ფასებით მოხდება, ექსპორტის მოცულობის დაკარგვის კომპენსირება. ამასთან დაკავშირებით ევროკომისია და აშშ ერთობლივად მუშაობენ გეგმაზე, რომელიც ნავთობზე ფასების ლიმიტის შემოღებას ითვალისწინებს. გეგმის მიზანია, საკმარისი რაოდენობის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ნავთობში მათ მიერ დაწესებულ ზღვარზე უფრო მეტი ფასი არ გადაიხადონ.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპის კავშირს რუსეთის ენერგომატარებლების იმპორტზე სრული და დაუყოვნებელი აკრძალვის შემოღება არ შეუძლია.

მისი თქმით, თუკი ბრიუსელი დაუყოვნებლივ შემოიღებს ემბარგოს რუსეთის ნავთობზე, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, „სავარაუდოდ, მოახერხებს, ის ნავთობი, რომელსაც ევროპაში ვერ გაყიდის, მსოფლიო ბაზრებზე გადაისროლოს, სადაც ფასები მაღალია და მეტ შემოსავალს მიიღებს ეს მის სამხედრო ხაზინას შეავსებდა“. – დასძინა მან

. ფონ დერ ლაიენის აზრით, სტრატეგიული მიდგომა არის საჭირო , რომ ზიანი არ მიადგეს ევროპის ეკონომიკას, „ვინაიდან ის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია რუსეთის აგრესიის საწინააღმდეგოდ“. – მიაჩნია ევროკომისიის პრეზიდენტს.

დასავლეთის ქვეყნებმა რუსულ ენერგომატარებლებზე უარის თქმა რუსეთის არმიის უკრაინაში შეიჭრის შემდეგ დაიწყეს. ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც რუსეთის ნავთობის იმპორტზე აკრძალვას მოიცავს, რამდენიმე ქვეყანამ დაბლოკა, რომლებიც მჭიდროდ არიან რუსულ ნავთობზე დამოკიდებული. პირველ რიგში საქმე უნგრეთს ეხება. ევროკომისია იმედოვნებს, რომ ამ ქვეყნებს მეტი კომპენსაციისა და ენერგეტიკაში ინვესტიციების შეთავაზების გზით დაარწმუნებ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები