ევროკავშირმა ზამთრში გაზის მოხმარება თითქმის მეხუთედით შეამცირა. სამშაბათს ევროსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ჩანს, რომ აგვისტოდან იანვრამდე გაზის მოხმარება 19%-ით ნაკლები იყო ვიდრე წინა ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელი.
ევროსტატის მონაცემებით, გაზის ყველაზე დიდი ეკონომია ფინეთმა გააკეთა – ქვეყანამ მოხმარება გაანახევრა. გაზის მოხმარების მატება ევროკავშირიდან მხოლოდ მალტაში და სლოვაკეთში დაფიქსირდა.
გასულ წელს შექმნილი ენერგოკრიზისის გამო, ევროკავშირის ქვეყნები ზამთრის სეზონზე გაზის მოხმარების 15%-იან შემცირებაზე შეთანხმდნენ. ბოლო მონაცემებით კი ეს შეთანხმება 19%-ით შესრულდა.