Wednesday, March 29, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი ვერ შეათანხმა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი ვერ შეათანხმა

Politico წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი ვერ შეათანხმა, რადგან პოლონეთი მათ გაძლიერებას ითხოვს.

გამოცემის წყაროების თქმით, შეთანხმება თითქმის მთლიან პაკეტზე იქნა მიღწეული, მაგრამ პოლონეთი სინთეტიკური კაუჩუკის იმპორტზე შეთავაზებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამოდის, რომლებიც, მისი აზრით, არასაკმარისად მკაცრია.

ვარშავა აღიარებს, რომ სანქციების პაკეტი აგვიანებს, მაგრამ უარყოფს, რომ ეს არის პრობლემა,- წერს Politico.

„სანქციებს არ ვბლოკავთ. უბრალოდ გვსურს სანქციები, რომლებსაც აზრი აქვს”, – განაცხადა პოლონეთის წარმომადგენელმა.

ევროკავშირის ოთხმა დიპლომატმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნეს, რომ სასანქციო პაკეტის ყველა დანარჩენი პუნქტი შეთანხმებულია. გამოცემის თანახმად, შეთანხმების მისაღწევად პარასკევს დილით ევროკავშირის 24 წევრი სახელმწიფოს ელჩების კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.

პოლონეთის წინააღმდეგობა რუსეთიდან სინთეტიკური კაუჩუკის იმპორტზე შეზღუდვებს უკავშირდება. ევროკავშირის ერთ-ერთი დიპლომატის თანახმად, რამდენიმე ქვეყანა სრული აკრძალვის იდეით გამოვიდა, მაგრამ სხვა ქვეყნების დასამშვიდებლად, რომლებიც დამოკიდებულები არიან ამ იმპორტზე, ევროკომისია კვოტის ლიმიტის 560 000 მეტრულ ტონაზე დამყარების წინადადებით გამოვიდა. პოლონეთის წარმომადგენლის თქმით, ეს ახლანდელ იმპორტს აღემატება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები