Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკაევროკავშირში საქონლის ექსპორტი 27%-ით შემცირდა

ევროკავშირში საქონლის ექსპორტი 27%-ით შემცირდა

ევროკავშირში გატანილი საქონლის რაოდენობა მცირდება.
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ევროკავშირთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $590.8 მლნ შეადგინა. ეს მაჩვენებელი 7.7%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე.

ევროკავშირთან ექსპორტი 27.2%-ით შემცირდა და $115.8 მლნ შეადგინა, ხოლო იმპორტი 21.9%-ით გაიზარდა და $475მლნ შეადგინა.
პროდუქცია, რომლითაც ვივაჭრეთ ევროკავშირთან:

ექსპორტი :
1. სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – $51.3მლნ-ს 26.1 ათასი ტონა.
2. თხილი და სხვა კაკალი – $9.8მლნ-ს 1.9 ათასი ტონა,
3. გამომთვლელი მანქანები – $8.2მლნ-ს 42.1 ტონა.

იმპორტი:
1. მსუბუქი ავტომობილები – $44.1 მლნ-ს 2527 ერთეული.
2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $34მლნ-ს 33.7 ათასი ტონა.
3. სამკურნალო საშუალებები – $27.7მლნ-ს 410.2 ტონა.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები