Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი - "ვინმე აღიქვამს მათ სერიოზულად? სევდიანია ამის ყურება"

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი – “ვინმე აღიქვამს მათ სერიოზულად? სევდიანია ამის ყურება”

“ვინმე აღიქვამს მათ სერიოზულად? სევდიანია ამის ყურება”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა  ვიოლა ფონ კრამონიმ საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა. ამ განცხადებით ის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა და ვიოლა ფონ კრამონი “ანტიევროკავშირები” არიან.

„ვიოლა ფონ კრამონზე საერთოდ არ შეიძლება სერიოზული განცხადების გაკეთება და ბევრი მიზეზი მაქვს. მათ შორის, პიროვნული ფაქტორების გამო“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმდჯომარე, ირაკლი კობახიძემ 19 მაისს.

„სად არის უკუსვლა? უკუსვლა არის აღქმებში. ამ აღქმებს აყალიბებენ აქ „ნაცმოძრაობა“, იქ – ფონ კრამონები, ფოტიგები და ა.შ. ეს არის სინამდვილეში ერთი პატარა რაღაც ჯგუფი. სინამდვილეში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ რაც ვთქვი, მათ შორის, ბრიფინგზე, რომ ზუსტად ესენი არიან ანტიევროკავშირი. ასეთი ადამიანები, რომლებიც მუდმივად უსამართლობისკენ უბიძგებენ სისტემას, არიან თავისი არსით ანტიევროკავშირი. იმიტომ რომ ევროპული ღირებულებები არის ბევრი რამ, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი არის სამართლის უზენაესობა. როდესაც 2012 წლიდან მოყოლებული მთავარი, რასაც შენ გთხოვენ, რომ კანონი არ აღასრულო, ეს არის მათი მთელი ხაზი, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპული ღირებულებები მათთან საერთოდ არ არის ახლოს და ამას აქვს ერთადერთი მიზეზი – ისინი არიან კრიმინალების მფარველები, კონკრეტული კრიმინალური პოლიტიკური ძალის მფარველები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები