Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოევროპარლამენტმა საქართველოსა და უკრაინის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა საქართველოსა და უკრაინის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა დღეს, 24 ნოემბერს მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტებისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების შესახებ.

პარლამენტმა დაამტკიცა შეთანხმება 531 ხმით, 7 წინააღმდეგი იყო და 34-მა თავი შეიკავა.

წინადადების თანახმად, კომისიამ უნდა გაიაროს კონსულტაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და შეადგინოს რუსული სამგზავრო დოკუმენტების სია, კერძოდ, პასპორტები, რომლებიც არ უნდა იქნას მიღებული. თუმცა, უკრაინის კონფლიქტს გაქცეული პირები კვლავ შეძლებენ ჰუმანიტარული ნიშნით ევროკავშირში შესვლას.

“ევროპარლამენტი მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რათა გააგრძელოს ზეწოლა რუსეთზე სამართლებრივი და პოლიტიკური საშუალებებით, რათა დარწმუნდეს, რომ პუტინი გადაიხდის მაღალ ფასს ამ უკანონო ომისთვის და უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულისთვის”, – თქვა კენჭისყრის შემდეგ მომხსენებელმა ხუან ფერნანდო ლოპეს აგილარმამას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება ასევე ოფიციალურად იქნება მიღებული საბჭოს მიერ და გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში, იგი ძალაში შევა გამოქვეყნებიდან მეორე დღეს

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები