სისხლიანი პუტინის პლაპატები გააკრეს უცნობმა პირებმა იმ დეპუტატების კაბინეტის კარებზე, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს რეზოლუციას, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ.
ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატმა ლატვიიდან, ივარს იჯაბსმა განაცხადა.
რუსი დიქტატორის “სისხლიანი” სახის მქონე პლაკატზე წერია: “მე ჩემი ხმით მხარს ვუჭერ ტერორისტს.”
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად 23 ნოემბერს აღიარა. რეზოლუციას ხმა 494-მა დეპუტატმა მისცა. „წინააღმდეგი“ – 58, კიდევ 44-მა თავი შეიკავა.