ევოსტატის მონაცემებით, 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან სულ 2.5 მილიონი ტონა შოკოლადი ექსპორტირდა. შოკოლადი 65% კი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ექსპორტირდა.
შოკოლადის ექსპორტს გერმანია ლიდერობს. საანგარიშო პერიოდში გერმანიიდან 680 ათასი ტონა შოკოლადი ექსპორტირდა, რაც ევროკავშირის შოკოლადის მთლიანი ექსპორტის 28%-ს შეადგენს.
მეორეზეა ნიდერლანდები 322 ათასი ტონით, რაც EUექსპორტის 13%-ია.
ხოლო მესამეზეა პოლონეთი 295 ათასი ტონით, რაც EU ექსპორტის 12%-ია.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყნიდან გასულ წელს 993 ტონა შოკოლადი ექსპორტირდა, რომლის ჯამური ღირებულება 4.2 მლნ დოლარია.
შოკოლადის უდიდესი ნაწილი კი ირანში გავიდა ($1.9 მლნ-ს 401 ტონა).