საქსტატის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის I კვარტალში $496.6 მლნ. შეადგინა, რაც 2022 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7 %-ით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის IV კვარტლის მონაცემებს 53.3 %-ით აღემატება.
2023 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 17.0 %-ით გაიზარდა და $300.2 მლნ. შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.5 %-ია. რეინვესტიციამ $189.6 მლნ. შეადგინა, ხოლო მისი წილი 38.2 %-ით განისაზღვრა.
2023 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება 2023 წლის I კვარტალში, ეკონომიკის სექტორების მიხედვით მოცემულია ცხრილში: