Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარიეკონომიკაფინანსთა სამინისტრომ 100 მლნ ლარის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა

ფინანსთა სამინისტრომ 100 მლნ ლარის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების სამშაბათის აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 62 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.990 პროცენტით, მაქსიმალური 10.090 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.076 პროცენტით განისაზღვრა.

სამშაბათსვე, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 141 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.250 პროცენტით, მაქსიმალური 9.450 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.423 პროცენტით განისაზღვრა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები