Thursday, December 1, 2022
spot_img
მთავარიეკონომიკაფინანსთა სამინისტრომ 90 მლნ ლარი ისესხა

ფინანსთა სამინისტრომ 90 მლნ ლარი ისესხა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების სამშაბათის აუქციონზე 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 198 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.950 პროცენტით, მაქსიმალური 9.047 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.992პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები