Saturday, December 9, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოფინეთი ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

ფინეთი ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

ფინეთის მთავრობა, სავარაუდოდ, ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილებას დღეს ოფიციალურად გამოაცხადებს. ეს იმ ფონზე, როდესაც შვედეთის მმართველი პარტია გადამწყვეტ შეხვედრას მართავს, რომელსაც შეუძლია ფინეთისა და შვედეთის ერთობლივი წევრობის განაცხადს გზა გაუხსნას. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება.

მედიის ცნობით, ჩრდილო ევროპული ქვეყნების ნატოში გაწევრიანების განაცხადი გააუქმებს შვედეთის ორსაუკუნოვან ნეიტრალიტეტსა და ფინეთის სამხედრო მიუმხრომლობის პოლიტიკას, რომელიც 75 წელზე მეტს ითვლის.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფინეთის პრეზიდენტთან საულ ნიინისტოსთან სატელეფონო საუბრისას განცხადა, რომ ნატოში გაწევრიანების გეგმები “უარყოფითად იმოქმედებს რუსეთ-ფინეთის ურთიერთობებზე”.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები