Thursday, December 1, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოფინეთმა ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოაცხადა

ფინეთმა ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოაცხადა

ფინეთის მთავრობამ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ოფიციალურად გადაწყვიტა. ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა და პრეზიდენტმა საული ნიინისტემ კვირას ჰელსინკიში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ამის შემდეგ გადაწყვეტილება უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, რაც უახლოეს დღეებში მოხდება.

ფინეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება რუსეთთან ომის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მარინმა ხაზი გაუსვა, რომ შეუძლებელი გახდა მოსკოვის ნდობა და ამიტომ, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ფინეთი იძულებული გახდა არჩევანი ნატოში გაწევრიანების სასარგებლოდ გაეკეთებინა.

უახლოეს მომავალში ნატო-ს წევრობისთვის შვედეთიც მიმართავს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები