Thursday, June 8, 2023
spot_img
მთავარისამართალიშსს - ფოთის პორტში 80 კგ "ჰეროინი" ამოიღეს, რომელიც სომხეთიდან საქართველოში შემოვიდა

შსს – ფოთის პორტში 80 კგ “ჰეროინი” ამოიღეს, რომელიც სომხეთიდან საქართველოში შემოვიდა

ფოთის პორტში საქართველოს სამართალდამცავებმა გააჩერეს სატვირთო ავტომობილი, რომელშიც 80 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება “ჰეროინი” აღმოაჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეს სატვირთო ირანიდან სომხეთის გავლით საქართველოში შემოვიდა და საზღვრიდან ასეულობით კილომეტრის გავლით ფოთის პორტამდე მივიდა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს განზრახული ჰქონდა ირანიდან სომხეთისა და საქართველოს გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ევროპაში გადაზიდვა, აღნიშნულის განხორციელებას ის საქართველოს ერთ-ერთი საზღვაო პორტის გავლით ცდილობდა, რა დროსაც იგი დაკავებული იქნა”, – აცხადებენ შსს-ში.

1961 წელს დაბადებულ ირანის მოქალაქეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

“ფოთის პორტში გამოავლინეს რისკის შემცველი სატვირთო ავტომობილი რომელსაც ბრალდებული მართავდა. ავტომობილის ჩხრეკისას, მისაბმელის უკანა ორ კარში, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან – 315 შეკვრად დაფასოებული, 80 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – აღნიშნულია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები