Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის თბილისის გავლით ევროპაში ტრანზიტული ავიარეისების შესრულებას იწყებს. ამის შესახებ RTVY–ს ავიაკომპანიის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა უთხრა, წერს რუსული გამოცემა RBC.RU.
„ვნახოთ, როგორ წავა ეს საქმე. ვფიქრობ, საკმარისი მოთხოვნა იქნება ამ მარშრუტებზე. თბილისის გავლით მოსახერხებელი და უფრო სწრაფი იქნება მგზავრობა, ვიდრე სხვა მიმართულებებიდან“, – აღნიშნა გაიაშვილმა.
მისი თქმით, Georgian Airways–ში იმედოვნებენ, რომ საქართველო–რუსეთს შორის მგზავრთნაკადი თანდათანობით აღდგება.