Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაგანათლების სამინისტრო თსუ-ს მოუწოდებს, რომ სასწავლო წელი ჰიბრიდულ რეჟიმში დაასრულოს

განათლების სამინისტრო თსუ-ს მოუწოდებს, რომ სასწავლო წელი ჰიბრიდულ რეჟიმში დაასრულოს

განათლების სამინისტრო თსუ-ს სტუდენტების პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტთან დაკავშირებით, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულებას ითხოვენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოუწოდებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, მაქსიმალურად გაითვალისწინოს სტუდენტების მდგომარეობა – უზრუნველყოს სტუდენტურ საცხოვრებელში თავისუფალი ადგილების ათვისება, მათი განთავსება და 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში  დასრულება.

მოგეხსენებათ, უნივერსიტეტები საკუთარი ავტონომიურობის ფარგლებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით თავადვე იღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქსიმალურად გაითვალისწინებს სტუდენტების მოთხოვნებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.”

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები