ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარებისთვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 15 ივნისს, ქ. ქუთაისში, ბრალდებულებმა გ.ქ.-მ და ლ.გ.-მ ხალხმრავალ ადგილას, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღებით, ერთმანეთის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს, რა დროსაც ერთ-ერთმა გამვლელმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.