მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია.
“უმძიმესი დილა გაუთენდა მოზარდ მაყურებელთა თეატრს !!! მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი თეატრის წამყვანი არტისტი ბესო მეგრელიშვილი! სიტყვები უძლურია – 31 მარტს და 1 აპრილს სპექტაკლები ითამაშა, ხუმრობანარევად წაიწუწუნა – რაღაც ვერ ვარ კარგადო, წნევები შემომეჩვიაო… ვაჰ… ჯერ მეტს ვერაფერს ვწერ!!!” – წერს ამავე თეატრის მსახიობი და რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი.