Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარირეგიონიგარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მერიამ ეკლესიის ეზო დაასუფთავა

გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მერიამ ეკლესიის ეზო დაასუფთავა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბოლნისის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ, ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებმა და შპს “კომუნალური მეურნეობის” თანამშრომლებმა, სოფელ ჭაპალაში მდებარე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

მათივე ცნობით, დასუფთავების აქცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ მხარდაჭერით გაიმართა.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს. მერიის თანამშრომლებმა დღეს სოფელ ჭაპალაში დასუფთავების აქცია მოვაწყვეთ. ჯანსაღი გარემო თითოეული ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით ჩვენი მომავალი თაობისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ მოგიწოდებთ გავუფრთხილდეთ, ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე და არ დავაბინძუროთ ბუნება და ჩვენი საცხოვრებელი ტერიტორია“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები