Sunday, February 5, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკაგასულ წელს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $19 მილიარდი შეადგინა

გასულ წელს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $19 მილიარდი შეადგინა

გასულ წელს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $19 მილიარდი შეადგინა. დეტალურად:
2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $19 მლრდ შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 32.8 %-ით მეტია.
აქედან ექსპორტი $5.6 მლრდ შეადგენს (გაიზარდა 31.8 %-ით), ხოლო იმპორტი $13.5 მლრდ (გაიზარდა 33.2 %-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წელს, $7.9 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3 %-ია.


2022 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.6 % შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი ($736.8 მლნ.), აზერბაიჯანი ($672.6 მლნ.) და რუსეთი ($651.6 მლნ.).
2022 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.5 % შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი ($2.4მლრდ), რუსეთი ($1.8 მლრდ) და ჩინეთი ($1.1 მლრდ).

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები