Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარისამართალიგენრი დოლიძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

გენრი დოლიძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

რუსული კრუიზის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გენრი დოლიძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა.

დოლიძის თქმით, შსს-ს წარმომადგენლებმა პროცესზე მის წინააღმდეგ ვერანაირი ვიდეომტკიცებულება ვერ წარმოადგინეს, თუმცა მოსამართლე “სამი ცრუმოწმის ჩვენებას დაეყრდნო”.

“მოსამართლემ ჩემი სამი ფრაზა “ომის ვეტერანია”, “ომის ვეტერანს აკავებთ”, “აფხაზეთის ომის ვეტერანია” ჩათვალა სამართალდარღვევად და დამაჯარიმა 2000 ლარით. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ ვერცერთი ვიდეომტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რის საფუძველზე დამაკავეს და მხოლოდ სამი ცრუმოწმის ჩვენებას დაეყრდნო. აფხაზეთის ომის ვეტერანის ღირსება, რომელსაც ვიცავდი 2000 ლარად შეაფასა ქართული ოცნების სასამართლო კლანმა. ვაშა, ამ ახალ საქართველოს, ვაშა ქოციალიზმს”- წერს დოლიძე.

31 ივლისს, ბათუმში რუსების კრუიზის საწინააღმდეგო აქციაზე 23 ადამიანი, მათ შორის დროას წევრი გენრი დოლიძე დააკავეს.

პარტიის განცხადებით, დოლიძეს დაკავებისას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით, დროამ გაავრცელა განცახდება, რომელშიც ნათქვამია, რომ  გენრი დოლიძეს ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ სცემა.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები