Wednesday, March 29, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოგენშტაბი - რუსეთი ოკუპირებულ ყირიმში თავდაცვას აძლიერებს

გენშტაბი – რუსეთი ოკუპირებულ ყირიმში თავდაცვას აძლიერებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ძალები დროებით ოკუპირებულ ყირიმში საკუთარ თავდაცვას აძლიერებენ და მეტ სიმაგრეებს აგებენ.

კერძოდ, როგორც მედია უკრაინულ მხარეზე დაყრდნობით წერს, რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქიდან 150 ახალწვეულ ჯარისკაცს შესაბამისი საინჟინრო სამუშაოების განხორციელება დაევალა.

„რუსეთის ფედერაცია თავის ძირითად ძალისხმევას შეტევითი ოპერაციების წარმოებაზე მიმართავს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და შახტარსკის მიმართულებით. გასულ დღეს ჩვენმა დამცველებმა 71 თავდასხმა მოიგერიეს“, – აღნიშნულია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.

ამასთან, უწყების თქმით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შემდგომი სარაკეტო დარტყმის მნიშვნელოვანი საფრთხე არსებობს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები