Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოება„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკე-საბურთალოსა და გლდანის რაიონში წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, წყალმომარაგება დღეს, 22 თებერვალს, საღამოს 19:00 საათიდან 23 თებერვლის დილის 08:00 საათამდე შეიზღუდება.

„დღეს, 22 თებერვალს, საბურთალოს რაიონში, როსტევანის ქუჩა N24-ის მიმდებარედ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, გადაუდებელი სამუშაოები დღეს, 22 თებერვალს საღამოს 19:00 საათზე დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს 22 თებერვალს, საღამოს 19:00 საათიდან 23 თებერვლის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში – ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ნუცუბიძის, დელისის, ბუდაპეშტის, ქავთარაძის, ალასანიას, ლვოვის, ონიაშვილის და ასათიანის ქუჩების ნაწილს. ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, სხირტლაძის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, თავაძის, მიქელაძის, გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის, ჯებაშვილის ქუჩას და 1 გასასვლელს, აფხაიძის, მეგრელიძის, გაზაფხულის, თავხელიძის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ზუტნერის, ბარონ დე ბაის, გიორგი ბრწყინვალეს, აღმაშენებლის, ხანძთელის, ჭიაურელის, ათონელის, ჩოლოყაშვილის, გოგებაშვილის, წმინდა ელენე და კონსტანტინეს, კავთის, თეოდორე ტირონის, ბერი გობრონის, ზაქარიაძის, ბუაჩიძის, გელოვანის, ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის და მიმდებარე ქუჩებს. სოფელ ძველ ვეძისს, დიღომი 7-ს.

გლდანის რაიონში – წეროვანის დასახლებას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურს, ზაჰესის ქუჩების ნაწილს და ქალაქ მცხეთას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,-აღნიშნულია განცხადებაში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები