Thursday, December 1, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოგერმანია მოქალაქეობის მიღებაზე მოთხოვნებს ამარტივებს

გერმანია მოქალაქეობის მიღებაზე მოთხოვნებს ამარტივებს

შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ნენსი ფეზერს სურს, მნიშვნელოვნად გააადვილოს გერმანიაში მოქალაქეობის მიღებაზე მოთხოვნები.- ამის შესახებ Deutsche Welle გაზეთი Bild-ზე დაყრდნობით წერს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც გერმანიაში მცხოვრებ უცხოელებს საშუალებას აძლევს, მოქალაქეობის მიღების თხოვნით განაცხადი 8-ის ნაცვლად 5 წლის შემდეგ შეიტანონ. „განსაკუთრებული ინტეგრაციის მიღწევების“ შემთხვევაში, მოქალაქეობა შესაძლებელია სულ რაღაც სამი წლის შემდეგ. უქმდება წინა მოქალაქეობის დათმობის ვალდებულება.

პროექტის მიხედვით, გერმანიაში დაბადებული უცხოელი მშობლების შვილებმა ავტომატურად უნდა მიიღონ გერმანიის მოქალაქეობა, თუ ერთ-ერთ მშობელს აქვს „ლეგალური საცხოვრებელი“ გერმანიაში ხუთი წლის განმავლობაში.

მოხსენების თანახმად, ნენსი ფეიზერს სურს წაშალოს ენის სერთიფიკატები, რომლებიც ადრე საჭირო იყო 67 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. სამაგიეროდ, სამომავლოდ საკმარისი უნდა იყოს „სიტყვიერი კომუნიკაციის უნარი“, იუწყება გაზეთი “ბილდი”.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები