Wednesday, March 29, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოგერმანია რუსეთში მოგზაურობისგან თავისშეკავებას ურჩევს, საკუთარ მოქალაქეებს

გერმანია რუსეთში მოგზაურობისგან თავისშეკავებას ურჩევს, საკუთარ მოქალაქეებს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოსცა რეკომენდაცია, რომელშიც თავის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან. ეს განსაკუთრებით ეხება უახლოეს დღეებს, 20-დან 26 თებერვლამდე პერიოდს, როცა რუსეთში გაიმართება რამდენიმე ოფიციალური ღონისძიება და ქვეყანაში გაძლიერებული იქნება უსაფრთხოების ზომები. გერმანიის იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან რუსეთში, ურჩევენ, სიფრთხილე გამოიჩინონ და თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ცალკეა აღნიშნული, რომ ორმაგი მოქალაქეობის – გერმანიისა და რუსეთის – მფლობელებს რუსეთის ხელისუფლება მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებად განიხილავს. კონფლიქტური სიტუაციის წარმოშობის შემთხვევაში, მაგალითად, ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით, გერმანია ვერ შეძლებს ასეთი პირებისთვის საკონსულო დახმარების აღმოჩენას.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, განსაკუთრებით შეიკავონ თავი მოგზაურობისგან უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში: როსტოვის, კრასნოდარის, სარატოვის, ვორონეჟისა და ვოლგოგრადის ოლქებში და სხვა საზღვრისპირა რაიონებში.

13 თებერვალს მოსკოვში აშშ-ის საელჩომ აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ ან იმყოფებიან, ურჩია, დატოვონ ქვეყანა. შარშან აშშ-მა ორჯერ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, „დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი“. პირველად ეს მოხდა 28 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში. მეორედ – სექტემბერში, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ.

თავის მოქალაქეებს მაშინვე მიმართა ანალოგიური გაფრთხილებით ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. 26 სექტემბერს მოსკოვში ბულგარეთის საელჩოს საიტზე გაჩნდა რეკომენდაცია, რუმ ბულგარელებს, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, რაც შეიძლება სწრაფად დაეტოვებინათ ის. 28 სექტემბერს იგივე განაცხადა რუმინეთის საელჩომ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები