Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოგერმანია რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას უნგრეთის გარეშე დაუჭერს მხარს

გერმანია რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას უნგრეთის გარეშე დაუჭერს მხარს

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკი აცხადებს, რომ გერმანია მზადაა უნგრეთის გარეშე, ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს.

ჰაბეკმა თქვა, რომ იმედგაცრუებულია,რომ ევროკავშირმა რუსული ნავთობის ემბარგოზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. ჰაბეკმა უნგრეთი გააფრთხილა ევროკავშირის მხრიდან დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ უგულებელყოს.

სხვადასხვა ქვეყნისთვის სხვადასხვა გამოსავალი არსებობს. მე ველი, რომ ყველა, მათ შორის უნგრეთი, საერთო გამოსავალზე იმუშავებს. თუ ევროკავშირის პრეზიდენტი იტყვის, რომ 26 ევროკავშირის წევრი სახელმწიფო უნგრეთის გარეშე ამ გზის არჩევას აპირებს, მე მხარს დავუჭერ. მაგრამ ევროკავშირისგან ეს შემოთავაზება ჯერ არ ყოფილა.” – განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.

ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოს შორის, უნგრეთი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგია. კომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთის ნავთობის იმპორტის თანდათანობით შეწყვეტა შესთავაზა, თუმცა ბუდაპეშტმა განაცხადა, რომ ნავთობის იმპორტის შეზღუდვისთვის მილიონობით დოლარია საჭირო.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები