Sunday, February 5, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოგერმანიამ უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი დააანონსა

გერმანიამ უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი დააანონსა

გერმანიამ უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი დააანონსა. ამის შესახებ, გერმანული გამოცემა ZDF-ის ცნობით, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა “რამშტაინის” ფორმატის შეხვედრის დროს განაცხადა.

პისტორიუსის თქმით, კიევისთვის სამხედრო დახმარების პაკეტში Marder-ის 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Gepard-ის ტიპის 7 თვითმავალი საზენიტო დანადგარი, Patriot-ის ერთ საზენიტო-სარაკეტო სისტემა, IRIS-T-ის კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და მისთვის საჭირო რაკეტები შევა.

მან აღნიშნა, რომ ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და Patriot-სთვის უკრაინელი სამხედროების წვრთნა იანვრის ბოლოს დაიწყება.

“ნომერ 1 პრიორიტეტი – ეს არის საჰაერო თავდაცვა, საჰაერო თავდაცვა და კიდევ ერთხელ საჰაერო თავდაცვა. განსაკუთრებით, საბრძოლო მასალის ჩათვლით”, – აღნიშნა პისტორიუსმა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, ახალი სამხედრო პაკეტის ღირებულება 1 მილიარდ ევროს შეადგენს. საერთო ჯამში კი, გერმანიის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარება 3.3 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.

„გერმანია არ გაჩერდება და უკრაინის დახმარებაზე უარს არ იტყვის”, – განაცხადა პისტორიუსმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები