გერმანიის ქალაქ ბრემერჰავენში მდებარე სკოლაში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა.
გერმანული გამოცემა Bild-ის განცხადებით, დაშავებული ქალია. მათივე ცნობით,სროლაში ეჭვმიტანილი მეორე პირი გაიქცა.
პილიციის ცნობით, დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი,ერთ-ერთი ბრალდებული დაკავებულია.
“მოსწავლეები თავიანთ საკლასო ოთახებში მასწავლებლებთან ერთად იმყოფებიან. პოლიცია ადგილზე სიტუაციას აკონტროლებს” – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
ბრემერჰავენის პოლიცია მომხდარის შესახებ დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს. “გთხოვთ მოერიდოთ მიმდებარე ტერიტორიებს“ – წერია პოლიციის განცხადებაში.