უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა აცხადებს, რომ სამშაბათს, 30 მაისის ღამეს, რუსეთმა ახალი შეტევა განახორციელა ირანული წარმოების კამიკაძე დრონებით. უწყების ცნობით, საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა მტრის მიერ გაშვებული 31 “შაჰიდიდან” 29.
უწყების ცნობით, დრონები რუსეთმა ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან გაუშვა.
ყველა დრონი კიევისა და მისი გარეუბნების მიმართულებით იყო გაშვებული.