Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაგია ვოლსკი - "რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს ჩადენილი, მის ჯანმრთელობას...

გია ვოლსკი – “რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს ჩადენილი, მის ჯანმრთელობას უნდა მიხედო”

„რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს ჩადენილი, მის ჯანმრთელობას უნდა მიხედო – მით უმეტეს, მისი სიცოცხლე არ უნდა დააყენო საფრთხის ქვეშ!“ – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, მოწოდებები იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობა შეეწყვიტა გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებზე იყო ორიენტირებული.

„დღესაც იგივე სიტუაციაა – ვინც მართავს აქციებს, არც ერთისგან არ ისმის მოწოდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს. ყველა იმას ამბობს, რომ მისი გაყვანა აუცილებელია, რადგან მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა შერყეულია იმის გამო, რომ თავი დამნაშავედ არ მიაჩნია. ეს არის ის, რისკენაც მოგვიწოდებენ. არც ერთი ექიმი იმის გარდა განცხადებას არ აკეთებს, რომ ეს ადამიანი “პოლიტიკური პატიმარია“ ისინი არც ინტერესდებიან, რა სახის მკურნალობას სთავაზობენ და ვერც იმას ახასიათებენ, ამ მკურნალობის ხარისხი საკმარისია თუ არა. ვერც იმ შედეგებს ახასიათებენ, მკურნალობაზე უარის თქმამ, რა შეიძლება მოიტანოს – ანუ სააკაშვილის მიმართ ბიძგი, რომ მან მკურნალობა არ მიიღოს, არის ინტენსიური და ზუსტად იმ სტრატეგიასა და პოლიტიკას იმეორებს, რაც მისი შიმშილობის დროს „ნაცმოძრაობას“ გააჩნდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები