Wednesday, March 29, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაგია ვოლსკი - „ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეა დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული“

გია ვოლსკი – „ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეა დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული“

„მარტო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მიტინგი რომ შეიკრიბოს, ისიც მრავალათასიანი იქნება და პათოსიც იგივე იქნება – საზოგადოების უდიდესი ნაწილი ხმას იმისთვის გვაძლევს, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით სერიოზული და შედეგიანი ნაბიჯები გადაიდგა“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეა დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, რაც არეულობასა და ქაოსს გამოიწვევს.

„ოპოზიციას საკმაოდ მძლავრი მექანიზმი აქვს, ნებისმიერი ფორმატის კონსულტაციაში მიიღოს მონაწილეობა. ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეა დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, რამაც მთლიანობაში არეულობა, ქაოსი, რევოლუციური პროცესების განვითარება უნდა მოიტანოს. წინასწარ იციან, რომ ამ თემაზე ხელისუფლებას პოზიტიური გამოხმაურება არ ექნება – რა საკვირველია, ქვეყანას ამისთვის ვერ გავწირავთ! არსებობს არჩევნების დადგენილი ვადა და არა ქაოსი, რისი ამოცანაც ჩვენს წინაშე დგას. არანაირი პოზიტიური განწყობა იმისა, რომ ქვეყანამ დეპოლარიზაციას მიაღწიოს, არ არსებობს. ყველანაირი ფორმატი არსებობს იმისთვის, რომ საკითხებზე ვიმსჯელოთ და საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ტექნიკური მთავრობა გამოსავალი არ არის – ეს ჩვენი ქვეყნისთვის ქაოსის გარდა, არაფრის მომტანი არ არის“ – აცხადებს გია ვოლსკი.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები