Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაგიგი უგულავა ოპოზიციური პარტიებისა და აქტივისტების შეხვედრას აანონსებს

გიგი უგულავა ოპოზიციური პარტიებისა და აქტივისტების შეხვედრას აანონსებს

„დღეს იქნება ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ყველა აქტივისტის საერთო შეკრება.მოხდება კონკრეტული მიმართულებების და გეგმების განსაზღვრა“,-ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

შეხვედრა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხება.

მისი თქმით,ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დღეს, 18:00 საათზე შეიკრიბებიან და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.

„დღეს იქნება ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ყველა აქტივისტის საერთო შეკრება, რომელიც ხვდება თუ რა გზაგასაყარზე იმყოფება ქვეყანა. მოხდება კონკრეტული მიმართულებების და გეგმების განსაზღვრა“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები