Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაგიორგი ამილახვარმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

გიორგი ამილახვარმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ალი ქან ორბაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და მასთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.- ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს.

მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, განათლების სხვადასხვა საფეხურზე არაერთი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთის უნივერსიტეტებს შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების გამყარებას, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებასა და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებას. შეხვედრის მონაწილეებმა ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს და პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობები განიხილეს.
თავის მხრივ, თურქეთის ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები და თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოთქვა.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები