გიორგი ბაქრაძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატია.
ამის შესახებ ბაქრაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.
ამჟამად ეროვნულ ბანკის პრეზიდენტობის 8 კანდიდატი ჰყავს. პროცედურის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი 8-იდან შეარჩევს 2 კანდიდატს და შემდგომ, პარლამენტს გადაუგზავნის დასამტკიცებლად.
განხილვის შემდგომ კი, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭო აირჩევს.
გიორგი ბაქრაძე ამ დრომდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.