„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივნის გიორგი ბოტკოველის შეფასებით, ბოლო დღეებში სამოქალაქოაქტივისტების დაკავებები ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება რუსეთის მსგავსად, რეპრესიების გატარებას ცდილობს.
როგორც მან განაცხადა, „ქართული ოცნება“ ცდილობს, თავიდან ბოლომდე რუსეთის ფედერაციას დაემსგავსოს.
„რუსული ოცნება“ მხოლოდ ერთ რამეშია მიზანდასახული და მხოლოდ ერთი რამისკენ ისწრაფვის, თავიდან ბოლომდე დაემსგავსოს რუსეთის ფედერაციას და გაატაროს ყველა ის რეპრესიები, რასაც ამ წლების განმავლობაში ატარებდა და ატარებს პუტინი. სწორედ ამას ჰგავს ზუსტად გუშინ, გუშინწინ ადამიანების დაკავების პროცესი. ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე პუტინის ქმედებებს ჰგავს, რომელითაც ბოლომდე მოსპეს რუსეთში, როგორც დემოკრატია, ისე სამოქალაქო საზოგადოება, ასევე არასამთავრობო სექტორი და საერთოდ, ყველაფერი, თუ რამე დემოკრატიული არსებობდა“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.