Saturday, December 9, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაგიორგი კაკაურიძე - სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან მიმართებაში გამოსყიდვის ხარჯებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო...

გიორგი კაკაურიძე – სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან მიმართებაში გამოსყიდვის ხარჯებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაიღებს

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან მიმართებაში გამოსყიდვის ხარჯებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაიღებს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„პრემიერს არ უხსენებია, რომ 40 მილიონი დაიხარჯება ბიუჯეტიდან. 40 მილიონი ბიუჯეტიდან არ დაიხარჯება. იქნება გამოსყიდვა ამ ვალდებულებების საბაზრო ღირებულების, რაც აქვს ამ ვალდებულებებს, როგორც არსებობს პროდუქტი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს ამ გამოსყიდვის ხარჯებს. რა თანხა იქნება ზუსტად, ამას ვიხილავთ 1 თვის განმავლობაში. ეს იქნება გაცილებით ნაკლები 40 მილიონზე“, – აღნიშნა კაკაურიძემ.

ინფორმაციისთვის, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ გუშინ განაცხადა, რომ უნივერსიტეტებისთვის 20%-იანი შეთავაზება გაკეთდა და თუ უნივერსიტეტს 20%-ად უღირს რომ სტუდენტი, რომელიც სწავლის საფასურს ვერ იხდის, 20% გადაუხადო, ვალი ამ პირობით ჩამოიწერება.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები